1. მწვანე ნარგავების დაცვის ღონისძიებებია:
ა) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
2.მწვანე ნარგავების დაცვა ხორციელდება გამწვანებული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით და მოიცავს სამეურნეო, ბიოლოგიურ, ქიმიურ და მექანიკურ მეთოდებს და უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის სხვა ღონისძიებებს.
3.მწვანე ნარგავების დაცვის მიზნით, მავნებელ-დაავადებების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით ხდება ტერიტორიის ზონირება სუსტ, საშუალო და მაღალი რისკის ზონად.
4. გამწვანებული ტერიტორიის პათოლოგიური მონიტორინგისა და გამოკვლევის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური საშუალებებით ტერიტორიის დაცვა გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან.
5. მავნებელ-დაავადებათა ახალი კერების გავრცელების აღკვეთის მიზნით მოჭრილი დაავადებული ხეების ტერიტორიიდან გამოტანა აკრძალულია ბიოლოგიური ან მექანიკური დამუშავების გარეშ