1. გამწვანებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან ხორციელდება მათი მოწყობისთანავე და გრძელდება ექსპლუატაციის მთელ მანძილზე.

2. მავნებელ დაავადებათა განვითარების პროგნოზირებისათვის, სავეგეტაციო პერიოდში დაკვირვება და პათოლოგიური კვლევა ხორციელდება 3-5 ჯერ.

3. მწვანე ნარგავების პათოლოგიურ კვლევას, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მართვის ორგანო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, შესაბამისი მართვის ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. პათოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომპეტენციის ფარგლებში, მართვის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს სანიტარიულ-პროფილაქტიკური და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები.

5. მწვანე ნარგავების მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ დაცვის მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს აგროტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური ბრძოლის ღონისძიებები.

6. აგროტექნიკური ღონისძიებები გამოიყენება მწვანე ნარგავების გაჯანსაღების მიზნით.

7. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური და ქიმიური ღონისძიებებისას, შესაბამისად, გამოიყენება ბიოლოგიური და ქიმიური პრეპარატები.

8. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებების განხორციელებისას, გამოიყენება მავნებლებთან ფიზიკური ბრძოლის მეთოდები (დაბუდებების დარბევა, საჭერების გამოყენება და სხვა