1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიები შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში.

2. ამ წესით განსაზღვრული გამწვანებული ტერიტორიების მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტერიტორიების მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება.

3. ამ წესით განსაზღვრული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე – მართვის ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიებზე, რომელიც არ არის კერძო პირის ფაქტობრივ მფლობელობაში – მართვის ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ტერიტორიებზე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) იურიდიული და კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე – შესაბამისი მესაკუთრ