ხეების მოვლა-პატრონობის ღონისძიება ხორციელდება ახალგაზრდა და ზრდასრული ხე-მცენარეების მიმართ:
ა) ახალგაზრდა ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა მოიცავს მცენარეების ირგვლივ ჯამებში ნიადაგის
შემობარვა-გაფხვიერებას, გასუფთავებას სარეველებისა და თვითამონაყარი მცენარეებისაგან, ორგანული და მინერალური სასუქის შეტანას, მცენარეების შეწამლვას მავნებელ-დაავადებებისის აცილების მიზნით, მორწყვას, საჭიროების შემთხვევაში, სხვლა-ფორმირებას;
ბ) ზრდასრული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა მოიცავს, საჭიროებისამებრ, მცენარეების ირგვლივ ჯამებში ნიადაგის შემობარვა-გაფხვიერებას, მცენარეების შეწამლვას მავნებელ-დაავადებების აცილების მიზნით, მორწყვას, ვარჯის სხვლა-ფორმირებას, ხე-მცენარეებზე ამონაყარის და გამხმარი ტოტების შეჭრაშესხეპვა