ხეების მოვლა-პატრონობის ღონისძიება ხორციელდება ახალგაზრდა და ზრდასრული ხე-მცენარეების მიმართ:

ა) ახალგაზრდა ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა მოიცავს მცენარეების ირგვლივ ნიადაგის შემობარვა-გაფხვიერებას, გასუფთავებას სარეველებისა და თვითამონაყარი მცენარეებისაგან (საჭიროებისამებრ, სარწყავი ჯამების მოწყობას), ორგანული და მინერალური სასუქის შეტანას, მცენარეების შეწამვლას დაავადების აცილების მიზნით, მორწყვას, საჭიროების შემთხვევაში, სხვლა-ფორმირებას;

ბ) ზრდასრული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა მოიცავს, საჭიროებისამებრ, მცენარეების ირგვლივ ნიადაგის შემობარვა-გაფხვიერებას (სარწყავი ჯამების მოწყობას), მცენარეების შეწამვლას დაავადების აცილების მიზნით, მორწყვას, ვარჯის სხვლა-ფორმირებას, ხე- მცენარეებზე ამონაყარის და გამხმარი ტოტების შეჭრა-შესხეპვა