1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამწვანებულ ტერიტორიებზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავების აღრიცხვა.
2. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის მიზანს წარმოადგენს ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიღება, სახეობრივი და ასაკობრივი მდგომარეობის დადგენა, მათი განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ასევე საინფორმაციო ბაზის შექმნა.
3. ხე-მცენარეები უნდა აღირიცხოს ასაკის (ახალგაზრდა და ზრდასრული), სახეობის, რაოდენობისა და მდგომარეობის (ხმელი, ხმობადი) მიხედვით.
4. ბუჩქები, ბუჩქოვანი და ხვიარა მცენარეები უნდა აღირიცხოს სახეობის, რაოდენობისა და მდგომარეობის (ხმელი, ხმობადი) მიხედვით.
5. გაზონები და ყვავილნარები (საყვავილე თარგები) უნდა აღირიცხოს ფართობის მიხედვით.
6. აღრიცხვას ექვემდებარება გამწვანებულ ტერიტორიებზე ბალახოვანი მცენარეებით დაუფარავი ტერიტორიები (გრუნტი), მათ შორის, მწვანე ნარგავების ქვეშ არსებული და გასათიბი ტერიტორია.
7. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვას ახორციელებს მართვის ორგანო (ორგანოები) კომპეტენციის ფარგლებში ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხელშეკრულების საფუძველზე.
8. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების შედეგად უნდა შეიქმნას მწვანე ნარგავების რეესტრი (საინფორმაციო ბაზა).
9. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოები უნდა განხორციელდეს მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით.
10. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის არაგეგმური სამუშაოები უნდა განხორციელდეს მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში ან, საჭიროების შემთხვევაში, მართვის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზ