1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიები შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში.
2. ამ წესით განსაზღვრული გამწვანებული ტერიტორიების მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტერიტორიების მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება.
3. ამ წესით განსაზღვრული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე – მართვის ორგანო (ორგანოები), კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიებზე, რომელიც არ არის კერძო პირის ფაქტობრივ მფლობელობაში – მართვის ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ტერიტორიებზე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ან მუნიციპალიტეტის მერია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) იურიდიული და კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე – შესაბამისი მესაკუთრ