1. გამწვანებული ტერიტორიით სარგებლობის უფლება მოიცავს ამ უფლებით მოსარგებლე პირის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტერიტორიას და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც აზიანებს ბუნებრივ გარემოს, აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს.
2. დაუშვებელია ტერიტორიით სარგებლობის უფლების მქონე პირის მიერ საკუთარი ინიციატივით ინვაზიური სახეობების შეტანა, ქიმიური და ტყის დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება.
3. გამწვანებული ტერიტორიების გამოყენება ხდება მწვანე ნარგავებისა და ინფრასტრუქტურისათვის ზიანის მიყენების გარეშე.
4. გამწვანებულ ტერიტორიებზე აკრძალულია:
ა) თვითნებურად ღობეების მოწყობა (გარკვეული ტერიტორიის შემოღობვა), მწვანე ნარგავების, გაზონებისა და ყვავილნარების დაზიანება;
ბ) სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და მოწყობილობების დასაწყობება;
გ) ნარჩენების დაყრა;
დ) გარე რეკლამის ობიექტების, პავილიონების, ჯიხურების თვითნებური დაყენება;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება;
ვ) გამხმარი მცენარეების დაწვა და კოცონის დანთება, სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდ