1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებისა და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის წესი ადგენს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და მწვანე ნარგავებისა დაცვის, მოვლის და აღდგენის ერთიან ტექნიკურ სტანდარტებს.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებისა და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის წესი აწესრიგებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და მწვანე ნარგავებისა დაცვის, მოვლისა და აღდგენის საკითხებს, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებისა და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის წესის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტყეებზე და დაცული ტრიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზ