1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესი ადგენს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის და მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის ერთიან ტექნიკურ სტანდარტებს.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესი აწესრიგებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის და მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლის და აღდგენის საკითხებს, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტყეებზე და დაცული ტრიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზ