1. გამწვანებულ ტერიტორიაზე შესვლის და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოწესრიგდეს ტერიტორიაზე საინფორმაციო ნიშნების განთავსებით.
2. საინფორმაციო ნიშნები უნდა განთავსდეს იმ ადგილებში, სადაც არის საერთო სარგებლობის გზები და ბილიკები, რომლებიც გადის შეზღუდვის ზონაში ან ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება ამ ზონას.
3. შეზღუდვის მოქმედება ტერიტორიაზე უნდა გაუქმდეს და მოიხსნას შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს შეზღუდვის საფუძვლები.
4. გამწვანებულ ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება დასაშვებია საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, სადაც უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.
5. მართვის ორგანოს მიერ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით მცენარეთა მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული მერქნული რესურსების ნარჩენების დაწვა გამწვანებული ტერიტორიის ფარგლებში ნებადართულია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძველი დასკვნისთვის, რომ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ტერიტორიას, არ გააუარესებს ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ხანძრის გაჩენის საშიშროება