1. გამწვანებული ტერიტორიები გამოიყენება მათი ფუნქციონალური დანიშნულების შესაბამისად, დასასვენებლად, ადგილობრივი მცხოვრებისათვის ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
2. ყველას აქვს უფლება იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საერთო სარგებლობის გამწვენებულ ტერიტორიაზე დასვენების და გართობის მიზნით. ეს უფლება არ მოიცავს იმ რესურსებით სარგებლობას, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი უფლების მოპოვების ვალდებულება.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა საქართველოს კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
4. ტერიტორიის მესაკუთრის ან მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია შეიზღუდოს ტერიტორიაზე შესვლა ან/და გადაადგილება:
ა) ხანძრის თავიდან აცილების პრევენციული ან ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის;
ბ) ტერიტორიის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის და ვადით; ტერიტორიის აღდგენა-გაშენების ფართობზე, სადაც ნარგავების სიმაღლეს ჯერ არ მიუღწევია 2 მეტრისათვის;
გ) ტერიტორიის მართვის ან წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
5. გამწვანებულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა ან/და გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ გზებზ