1. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის და მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის ერთიან  სტანდარტებს.

2. წესი აწესრიგებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის და მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის საკითხებს.

3. წესის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტყეებზე და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზ