1. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა წარმოადგენს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც მოიცავს: გაზონის, ხვიარა მცენარეების, საყვავილე თარგების (ყვავილნარი), ხეების, ბუჩქების (მათ შორის, ტროტუარი), ქოთნის მცენარეების მოვლას, ტერიტორიის გათიბვას და დასუფთავებას, აგრეთვე მწვანე ნარგავების მავნებელი დაავადებებისაგან დაცვას.

2. გამწვანებულ ტერიტორიებზე, მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს ბალახის თესლის შეთესვა, ყინვისადმი არამდგრადი მცენარეების შეფუთვა, გაუთვალისწინებელი კლიმატური პირობების გამო, დაზიანებული ხეებისა და ბუჩქების ჩანაცვლება იმავე სახეობისა და ზომის მცენარეებით, ტერიტორიებზე არსებული ხეების სხვლა-ფორმირება, ხმელი ხეების მოჭრა, კუნძის ამოღება, დამუშავება და გატანა, სტრუქტურადარღვეული ნიადაგის მოჭრა და გატანა, ნიადაგის ნოყიერი ნაზავის მიწოდება, გაშლა და მოსწორება, ყამირი მიწის მიწოდება, გაშლა და მოსწორება, ნიადაგის გადაბარვა და მოსწორება (პლანირება), მულჩირება, მოხრეშვა, დაზიანებული საპარკე ფურნიტურის, ქვაფენილის, საბავშვო ატრაქციონების აღდგენა, ღობეების აღდგენა, სარწყავი სისტემის მონიტორინგი-ექსპლოატაცია, საწრეტი არხების გაწმენდა, გარეგანათების დაზიანებული ბოძების აღდგენა (საჭიროებისამებრ, უკვე არსებულის ჩანაცვლება იდენტური ახალი ნათურებით, იგნიტორებით, დროსელებით და სხვა დეტალებით), კედლის დეკორატიული დაზიანებული მისანათებლების აღდგენა (საჭიროებისამებრ, უკვე არსებულის იდენტური ახალი ნათურებითა და სხვა დეტალებით ჩანაცვლება), არსებული ქსელის შემოწმება, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეცვლა-შეკეთება და სხვა საჭირო სამუშაოები.

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ვერტიკალური გამწვანების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები მოიცავს: მცენარეების სხვლა-ფორმირებას, მცენარეებისა და კედლის თექის გასუფთავებას დაზიანებული ფოთლებისაგან და სარეველებისგან, მცენარეების ძირების შემოწმებას და საჭიროებისამებრ, გამაგრებას, მინერალური სასუქის შეტანას, გაუთვალისწინებელი კლიმატური პირობების გამო დაზიანებული მცენარეების ჩანაცვლებას იმავე სახეობისა და ზომის მცენარეებით (საჭიროებისამებრ), სარწყავი სისტემების მოვლა-აღდგენას.

4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების სახეობრივი ასორტიმენტის შერჩევა უნდა განხორციელდეს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინები