1. გამწვანებული ტერიტორიის მოწყობა მოიცავს:
ა) ტერიტორიის დაგეგმარებას (მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას);
ბ) წყალმომარაგებას, სარწყავი ქსელისა და საწრეტის მოწყობას;
გ) ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს;
დ) გზების, ბილიკებისა და მოედნების აღდგენა-მშენებლობას (მათ შორის, ტროტუარის ქვებითა და ფილებით მოწყობას);
ე) დასასვენებელი ადგილების, ღობეების, პერგოლების, მცირე ხიდების, პავილიონების, ფანჩატურების, წყალსატევების და სხვა ნაგებობების მოწყობას;
ვ) ტერიტორიის ფურნიტურით და საინფორმაციო მაჩვენებლებით მოწყობას;
ზ) ტერიტორიის შადრევნებით, ქანდაკებებით, ქოთნებით დეკორირებას; სოკოს ფორმის სასმელი წყაროებისა და რეტერატების მოწყობას;
თ) საბავშვო გასართობი ატრაქციონების და სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟს ან/და რეაბილიტაციას;
ი) ნიადაგის მომზადებას დარგვისათვის ან თესვისათვის (საჭიროების შემთხვევაში, ნიადაგის მოჭრას, ნოყიერი ნაზავის შეტანას და სხვა);
კ) მწვანე ნარგავების დარგვას, გადარგვასა და სხვლა-ფორმირებას; ავარიული და ხმელი ხეების მოჭრას, კუნძების ამოღებას;
ლ) გაზონებისა და ყვავილნარების მოწყობა/მოვლას;
მ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა აგროტექნიკური ღონისძიებებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები ხორციელდება, საჭიროებიდან გამომდინარე, მართვის ორგანოს ან მესაკუთრის გადაწყვეტილებით, მათ მიერ შემუშავებული მოთხოვნებისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზ