1. გამწვანებული ტერიტორიის მოწყობა მოიცავს:
ა) ტერიტორიის დაგეგმარებას (მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას);
ბ) წყალმომარაგებას, სარწყავი ქსელისა და საწრეტის მოწყობას;
გ) ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს;
დ) გზების, ბილიკებისა და მოედნების აღდგენა-მშენებლობას (მათ შორის, ტროტუარის ქვებითა და ფილებით მოწყობას);
ე) დასასვენებელი ადგილების, ღობეების, მოწყობას;
ვ) ტერიტორიის შადრევნებით, ქოთნებით დეკორირებას; სასმელი წყაროებისა და რეტერატების მოწყობას;
ზ) საბავშვო გასართობი სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟს ან/და რეაბილიტაციას;
თ) ნიადაგის მომზადებას დარგვისათვის ან თესვისათვის (საჭიროების შემთხვევაში, ნიადაგის მოჭრას, ნოყიერი ნაზავის შეტანას და სხვა);
ი) მწვანე ნარგავების დარგვას, გადარგვასა და სხვლა-ფორმირებას; ავარიული და ხმელი ხეების მოჭრას, კუნძების ამოღებას;
კ) გაზონებისა და ყვავილნარების მოწყობა/მოვლას;
ლ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა აგროტექნიკური ღონისძიებებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები ხორციელდება, საჭიროებიდან გამომდინარე, მართვის ორგანოს ან მესაკუთრის გადაწყვეტილებით, მათ მიერ შემუშავებული მოთხოვნებისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზ