ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1. გამწვანებული ტერიტორია – მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ბულვარის, სკვერის, ბაღის, პარკის და სხვა ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის მერქნიანი მცენარეებით (ხე, ბუჩქი), ყვავილებით და ბალახოვანი მცენარეებით დაფარული ტერიტორია (მათ შორის, გაზონი).

2. დასასვენებელი ადგილები – ამ წესით განსაზღვრული  პარკისა და სკვერის ტერიტორიები, რომლებიც განკუთვნილია მოსახლეობის დასვენების მიზნით.

3. პარკი – რომელიც განკუთვნილია მოსახლეობის მოკლევადიანი დასვენების მიზნით და წარმოადგენს დამოუკიდებელ არქიტექტურულ-ორგანიზაციულ კომპლექსს.

4. ბაღი – გამოიყენება მოსახლეობის დასვენებისათვის და ზოგიერთი სახის კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებისათვის, სადაც საგანგებოდ დარგულია დეკორატიული ხეები და ბუჩქები, აგრეთვე ყვავილები და ბალახოვანი მცენარეები.

5. სკვერი –კეთილმოწყობილი გამწვანებული ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს დასახლებული პუნქტების არქიტექტურულ-სამხატვრო ელემენტს და განკუთვნილია მოსახლეობის მოკლევადიანი დასვენებისათვის. სკვერის დაგეგმარება მოიცავს საფეხმავლო გზებს (ბილიკებს), პატარა მოედნებს, გაზონებს, ყვავილნარებს, ხეებსა და ბუჩქებს.

6. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.

7. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული თუ სტატისტიკური მასალების მომზადება.

8. გადაბელვა – ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორება.

9. გაზონი – მიწის ნაკვეთის ერთგვაროვანი ტერიტორია, რომელზეც დეკორატიული მიზნით, დათესილია ბალახი ან დაგებულია ბალახით დაფარული ბელტი (მათ შორის, რულონური ბალახი, ასევე ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეები).

10. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.

11. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.

12. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.

13.  მწვანე ნარგავები – ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის მერქნიანი მცენარეები (ხე, ბუჩქი), ყვავილები და ბალახოვანი მცენარეები.

14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება.

15. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.

16. ნერგი – სანერგეში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე.

17. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.

18. საყვავილე თარგი (ყვავილნარი) – მიწის სხვადასხვა ფორმის ნაკვეთები, რომლებზეც დარგულია ერთწლიანი, ორწლიანი ან მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეები.

19. ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და შემდეგ გამომშრალი (გამოფიტული) ხე, რომელსაც დაკარგული აქვს მერქნის თავდაპირველი სტრუქტურა და სიმკვრივე.

20. ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.

21. ჭრა – მწვანე ნარგავების სანიტარიული/სარეკონსტრუქციო და სპეციალური მიზნებით ჭრა.

22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.

23. მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის, ბუჩქის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა;

24. დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.

25. დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს. პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).

26. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვისათვის მართვის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.

28. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.

29. მართვის ორგანო – ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის დღოს გამოვლენილი გამარჯვებული პრეტედენტი

30. საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის ან სხვლა-ფორმირების შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.

31. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა – აგროტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს მათ შენარჩუნებას და განვითარებას.

32. გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა – ახალი ტერიტორიების გამწვანება ან უკვე არსებულის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

33. ახალგაზრდა ხე-მცენარე – ხე-მცენარე, რომელიც ექვემდებარება მოვლა-პატრონობას, დარგვიდან 5 წლის განმავლობაში, ამ წესით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

34. ზრდასრული ხე-მცენარე – ხე-მცენარე, რომელიც ექვემდებარება მოვლა-პატრონობას დარგვიდან 5 წლის შემდეგ ამ წესით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

35. ბუჩქი (ტროტუარზე) – მწკრივად დარგული, სპეციალურად ფორმირებული ბუჩქები ან ბუჩქოვანი მცენარეების ერთობლიობა.

36. რეტერატი – საზოგადოებრივი ტუალეტი.

37. პასუხისმგებელი პირი – გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი

იურიდიული ან ფიზიკური პირი.

38. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები – ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი.

39. ქუჩისა და გზისპირა ნარგაობა – მოედნის,  ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, ნარგაობის დანიშნულებაა ქუჩის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ზაფხულის ჩრდილისაგან თავისი ჩრდილით დაიცვას ქუჩაში მოსიარულენი. ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარს შორის ეწყობა ბუჩქოვანი მცენარეების, ყვავილების ან მწვანე მოლის ზოლი (გაზონი).

თავი IIგამწვანებული ტერიტორიის მოწყობა, გამოყენება და მოვლა-პატრონო