1. მწვანე ნარგავების მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზანია გამწვანებული ტერიტორიის ეკოლოგიური ფუნქციების შენარჩუნება და გაუმჯობესება, სახეობათა მრავალფეროვნების დაცვა და სანიტარული მდგომარეობის რეგულირება.
2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო.
3. მწვანე ნარგავების ხნოვანების, ფუნქციური დანიშნულებისა და მდგომარეობის მიხედვით ხორციელდება მოვლითი ღონისძიებები, რომელიც მოიცავს სანიტარიულ და სარეკონსტრუქციო ჭრებს, აგრეთვე, ხეების სხვლა-ფორმირებასა და მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა