1. ხეების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით ხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება.

2. ხეების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს მართვის ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, მართვის ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ხეების სხვლა-ფორმირება წარმოებს ამ წესის მე-4 თავის შესაბამისა