1. მწვანე ნარგავების მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზანია გამწვანებული ტერიტორიის ეკოლოგიური ფუნქციების შენარჩუნება და გაუმჯობესება, სახეობათა მრავალფეროვნების დაცვა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია მართვის ორგანო.

3.მწვანე ნარგავების კორომთა ხნოვანების, ფუნქციური დანიშნულებისა და მდგომარეობის მიხედვით ხორციელდება მოვლითი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოვლით, სანიტარიულ და სარეკონსტრუქციო ჭრებს, აგრეთვე, ხეების სხვლა-ფორმირებასა და მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა