1.
მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა)
სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები;
ბ)
მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ)
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2.
მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.
3.
სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ხელშეკრულების საფუძველზე.
4.
მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა)
მოვლითი ჭრა ქალაქის გამწვანებაში;
ბ)
სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ)
ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ)
მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 3. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები
თავი II — მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დამტკიცდეს:
- მუხლი 1. წესის მიზანი
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. მოვლითი ჭრები
- მუხლი 5. ხეების კლასიფიკაცია
- მუხლი 6. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა
- მუხლი 7. მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები
- მუხლი 8. მოსაჭრელი ხეების მონიშვნა
- მუხლი 9. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
- მუხლი 10. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში
- მუხლი 11. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-3/