ა)აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა;
ბ)აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.
გ)გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა;
დ)გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
ე)დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი;
ვ)ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე;
ზ)ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე;
თ)კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი;
ი)მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები;
კ)მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული;
ლ)მოსაჭრელი ხის ადგილი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის მოჭრა - დამზადება;
მ)მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
ნ) მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა;
ო)მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება;
პ)ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები;
ჟ)ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე;
რ)მუნიციპალური სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება . სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი;
ს)სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა;
ტ)ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე;
უ)ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი;
ფ)ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა;
ქ)ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია;
ღ)რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
ყ)დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა-ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.
შ)დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).
ჩ)დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ.
ც)გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.
ძ)უფლებამოსილი ორგანო-ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახური.
წ)საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.
ჭ)სპორტული პარკი (სტადიონი) – მწვანე მასივის, სადაც თავმოყრილია სპორტული მოედნები და სხვადასხვა სახის ნაგებობანი სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისათვის.
ხ)ბაღი – მწვანე მასივი გამოიყენება მოსახლეობის დასვენებისათვის და ზოგიერთი სახის კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებისათვის.
ჯ)სკვერი – ქუჩისა და მოედნის გამწვანებული ნაკვეთი, გამოიყენება ხანმოკლე დასვენებისათვის და ხშირ შემთხვევაში ადგილმდებარეობის არქიტექტურულ-დეკორაციული გაფორმებისათვის.
ჰ)ხეივანი – გზის ორივე მხარეს დარგული ხეები, ფეხით მოსიარულეთათვის საჩრდილობელი. ხეივანი შეიძლება იყოს ერთ, ორ და სამმწკვრივიანი, ღია და დახურული.
ჰ.ა)ბულვარი – ქუჩის სავალი ნაწილის შუა ღერძზე გამწვანებული ზოლი. ბულვარში დაშვებულია დეკორატიული ხასიათის ნაგებობის მოწყობა.
ჰ.ბ)ქუჩისა და გზისპირა ნარგაობა – გზის სავალი ნაწილის ტროტუარის გასწვრივ მწკრივში დარგული ხეებისა და ბუჩქების ზოლი. ნარგაობის დანიშნულებაა ქუჩის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ზაფხულის ჩრდილისაგან თავისი ჩრდილით დაიცვას ქუჩაში მოსიარულენი. ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარს შორის ეწყობა ბუჩქოვანი მცენარეების, ყვავილების ან მწვანე მოლის ზოლი (გაზონი).
ჰ.გ)შიდაკვარტალური ნარგაობა – ეწყობა მოსახლეობის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად და შენობათა შორის მოქცეული მიწის ნაკვეთის მხატვრული გაფორმების მიზნით. დასახლების განაშენიანების ფართობის მიხედვით ეწყობა, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნები და გართობა-დასვენების კუთხეები.
ჰ.დ)ბოტანიკური ბაღი და დენდროპარკი - მწვანე მასივში მცენარეები განლაგებულია მათი წარმოშობის სისტემატური ან გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით და გათვალისწინებულია კულტურულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის მემცენარეობაში (მცენარეთა აკლიმატიზაცია, მცენარეთა სისტემატიკა, მცენარეთა გეოგრაფია, ბოტანიკა, დენდროლოგია და სხვა).
ჰ.ე)ზოოლოგიური პარკი და ბაღი – მწვანე მასივში სპეციალურ ნაგებობებში მოთავსებული ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-საკვლევი ბაზა.
ჰ.ვ)ტყე-პარკი – დასახლებული ადგილების მოშორებით არსებული მწვანე მასივი. ტყე-პარკი განკუთვნილია დასვენებისა და სპორტისათვის.
ჰ.ზ)მწვანე ზოლი – დასახლებული ადგილების ირგვლივ გაშენებული მწვანე ნარგაობა, ქარის დაცვის, ჰავის გაუმჯობესების და მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით.
ჰ.თ) მოვლითი ჭრა ქალაქის გამწვანებაში - ქალაქის გამწვანებაში არსებული მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარების და დეკორატიული მიზნით ჭრა.
ჰ.ი)დათვალიერების აქტი – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება.
თავი II
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებ