1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – „წესი”) მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2.
წესი განსაზღვრავს:
ა)
მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ)
მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;
გ)
მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.
3.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 1. წესის მიზანი
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დამტკიცდეს:
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები
- მუხლი 4. მოვლითი ჭრები
- მუხლი 5. ხეების კლასიფიკაცია
- მუხლი 6. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა
- მუხლი 7. მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები
- მუხლი 8. მოსაჭრელი ხეების მონიშვნა
- მუხლი 9. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
- მუხლი 10. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში
- მუხლი 11. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-1-2/