1.
მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
2.
ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია:
ა)
სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში;
ბ)
სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება;
გ)
ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა;
დ)
ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება, ქვედა ტოტების შეჭრა;
ე)
ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.
3.
ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში.
4.
ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით.
5.
მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 11. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
თავი II — მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 11. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
- მუხლი 23. მწვანე ნარგავების ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
- მუხლი 23. მწვანე ნარგავების ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
- მუხლი 14. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
- მუხლი 9. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
- მუხლი 10. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ხეების კლასიფიკაცია
- მუხლი 6. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა
- მუხლი 7. მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები
- მუხლი 8. მოსაჭრელი ხეების მონიშვნა
- მუხლი 9. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
- მუხლი 10. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში
- მუხლი 12. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
- მუხლი 14. მწვანე ნარგავებით ტერიტორიის აღდგენის მიზნით ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა
- მუხლი 15. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმების შერჩევა
- მუხლი 16. მწვანე ნარგავების აღდგენის დაპროექტება
- მუხლი 18. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-11/