1.
დაპროექტებას ექვემდებარება:
ა)
კულტურების გაშენება;
ბ)
სანერგეების მოწყობა;
გ)
დაცვითი ნარგავების გაშენება;
დ)
დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია;
ე)
ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.
2.
მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა)
პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ა.შ) და მიზანს;
ბ)
აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით;
გ)
შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;
დ)
შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს;
ე)
საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების, პარამეტრებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;
ვ)
მოვლის ღონისძიებებს;
ზ)
კარტოგრაფიულ მასალას.
3.
ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პროექტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ინფორმაციას.
4.
მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, მათ შორის, აუცილებელი მრავალწლიანი მოვლის განხორციელებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 16. მწვანე ნარგავების აღდგენის დაპროექტება
თავი II — მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
- მუხლი 10. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში
- მუხლი 11. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
- მუხლი 12. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
- მუხლი 14. მწვანე ნარგავებით ტერიტორიის აღდგენის მიზნით ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა
- მუხლი 15. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმების შერჩევა
- მუხლი 18. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას
- მუხლი 19. სპეციალური ჭრა
- მუხლი 20. სპეციალური ჭრის განხორციელება
- მუხლი 21. ხეების სხვლა-ფორმირება
- მუხლი 22. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-16/