1.
სპეციალური ჭრა ხორციელდება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად, მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით ან მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.
2.
სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და სპეციალური ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და უფლებამოსილი ორგანოს, ასევე მერიის მიერ.
3.
სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით, საწყობდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ხდება სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და უფლებამოსილი ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მერქნული რესურსის მოცულობა დგინდება ფაქტიურად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
4.
სპეციალური ჭრის დროს შესაძლებელია განხორციელდეს ხეების ფორმირება ან/და გადაბელვა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 20. სპეციალური ჭრის განხორციელება
თავი II — მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
- მუხლი 14. მწვანე ნარგავებით ტერიტორიის აღდგენის მიზნით ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა
- მუხლი 15. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმების შერჩევა
- მუხლი 16. მწვანე ნარგავების აღდგენის დაპროექტება
- მუხლი 18. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას
- მუხლი 19. სპეციალური ჭრა
- მუხლი 21. ხეების სხვლა-ფორმირება
- მუხლი 22. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა
- მუხლი 23. მოჭრილი მწვანე ნარგავების განთავსება და გადაცემა
- მუხლი 24. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა
- მუხლი 25. კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-20/