1.
სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:
ა)
შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ბ)
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;
გ)
ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;
დ)
შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;
ე)
ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.
ვ)
სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის.
2.
სპეციალური ჭრის შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება მუნიციპალიტეტის  მიერ, ამ წესის 23-ე მუხლის შესაბისად