1.
ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2.
ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის მიერ შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
3.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურს უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცეს საქველმოქმედო საქმიანობის პროფილის მქონე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და მერიის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე.
4.
ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფლებამოსილი პირი.
5.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახური უზრუნველყოფს გადასაცემი მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.თავი III
კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 24. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა
თავი II — მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 27. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა
- მუხლი 24. სპეციალური და მოვლითი ჭრის შედეგად მიღებული, ძირნაყარი, ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებით გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების/ხე-მცენარეების განკარგვა
- მუხლი 24. სპეციალური და მოვლითი ჭრის შედეგად მიღებული, ძირნაყარი, ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებით გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების/ხე-მცენარეების განკარგვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას
- მუხლი 19. სპეციალური ჭრა
- მუხლი 20. სპეციალური ჭრის განხორციელება
- მუხლი 21. ხეების სხვლა-ფორმირება
- მუხლი 22. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა
- მუხლი 23. მოჭრილი მწვანე ნარგავების განთავსება და გადაცემა
- მუხლი 25. კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები
- მუხლი 26. კერძო საკუთრებაში ჭრის განხორციელება
- მუხლი 27. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის
- მუხლი 28. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება
- მუხლი 29. დოკუმენტების ფორმა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-24/