1.
დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, მათ შორის იურიდიული პირის შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით მესაკუთრეს უფლება აქვს განახორციელოს ჭრა, ან ხეების ამოღება-გადარგვა უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
2.
ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ნებართვის გაცემის საფუძველია აგრეთვე:
ა)
ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი ავარიული ხეების არსებობა ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად;
ბ)
იმ ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია მშენებლობა და იმ მწვანე ნარგავების რაოდენობა, რომლებიც ხელს უშლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, შეადგენს საერთო ფართობის 20%-ზე ნაკლებს ან/და არ გამოიწვევს გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას;
3.
ფიზიკური პირის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მწვანე ნარგავების, მათი შესაძლო წაქცევით ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ჭრას ახორციელებს მერია ან უფლებამოსილი ორგანო
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.03.2022
მუხლი 26. კერძო საკუთრებაში ჭრის განხორციელება
თავი II — მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 20%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. სპეციალური ჭრის განხორციელება
- მუხლი 21. ხეების სხვლა-ფორმირება
- მუხლი 22. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა
- მუხლი 23. მოჭრილი მწვანე ნარგავების განთავსება და გადაცემა
- მუხლი 24. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა
- მუხლი 25. კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები
- მუხლი 27. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის
- მუხლი 28. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება
- მუხლი 29. დოკუმენტების ფორმა
- მუხლი 30. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულებანი
- მუხლი 32. დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისათვის მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაცემა და დამოწმება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №13/26, 27.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3352974/muxli-26/