1. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, მათ შორის, იურიდიული პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის  ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით,  მესაკუთრეს უფლება აქვს განახორციელოს  საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ხეების ჭრა ან ამოძირკვა-გადარგვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

2. ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების   საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე საჯარო სკოლებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის  საფრთხის შემცველი მწვანე ნარგავების, მათ შორის ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი  ხეების, შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ჭრას ახორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით.

3. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და არსებულ მწვანე ნარგავებს შორის შეადგენს 1 მეტრს.

4. მწვანე ნარგავები უნდა დაირგოს შენობის გარე კედლიდან ან/და მშენებარე ობიექტის საძირკველიდან მინიმუმ 3მ დაშორებით ხეებისთვის და 1.5მ დაშორებით ბუჩქებისათვი