1. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას.
2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრა ან/და გადარგვა აკრძალულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის გარეშე.
3. მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მწვანე ნარგავების დაავადების აღმოჩენის ან ამ ნარგავების მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე სხვისი საკუთრებისათვის ზიანის მიყენების მოსალოდნელი (შესაძლო) საფრთხის შესახებ.
4. ფიზიკური პირის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, აგრეთვე საჯარო სკოლებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი კერძო საკუთრებისათვის ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ჭრას ახორციელებს შესაბამისი გამგეობა ან/და ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური ან იურიდიული პირები.
5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხილ-კენკროვანი ნარგავების მოჭრა ან/და გადარგვა არ საჭიროებს წერილობით ნებართვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაინტერესებული პირი გეგმავს 15 და მეტი, 12 სმ-ზე მეტი დიამეტრის ჯანსაღი ხილ-კენკროვანი ნარგავის მოჭრას. ასეთის არსებობის შემთხვევაში, სხვა ჯანსაღ ხილ-კენკროვან მწვანე ნარგავებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი დიამეტრი აღემატება 12 სმ-