1. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მიერ შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

3. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებას უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, თელავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე.

5. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან იურიდიული პირი უზრუნველყოფს გადასაცემი მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.

6. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. მომსახურების სააგენტოს. სააგენტოსათვის გადაცემამდე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.

7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. მომსახურების სააგენტოსთვის ჩამორთმეული იარაღების გადაცემამდე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს ჩამორთმეული იარაღის (იარაღების) შენახვას.