1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული, ძირნაყარი, ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების დასაწყობება ხდება ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ან/და ჭრის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.
4. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ექვემდებარება თუ არა საშეშე მერქნად გამოყენებას, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტით, უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას.
5. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს. სააგენტოსათვის გადაცემამდე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.
6. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელსაწერს ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფლებამოსილი პირი.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსთვის ჩამორთმეული იარაღების გადაცემამდე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული იარაღის (იარაღების) შენახვა