სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;

გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;

დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და
ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.

2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.

3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის მეთვალყურეობით, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისა