1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგემება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.

2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.

3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.

4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.

5. აღდგენას ექვემდებარება:

ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;

ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;

გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას;

დ) ეროზირებული და მეწყერ საშიში უბნები, აგრეთვე პარკები და სკვერებ