1. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას და შექმნას ამისათვის ხელსაყრელი გარემო.

2. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აკრძალულია საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნის გარეშე.

3. მესაკუთრე ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის სამსახურს მის საკუთრებაში არსებული, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ხმობის, მავნებელი დაავადებების აღმოჩენის ან კერძო საკუთრებისათვის ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევები