აღნიშნული მეთოდით ხის სხვლა ადრეული ხნოვანებიდან იწყება. ასეთი ჭრები უნდა ჩატარდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ. ხეებისთვის საჭირო განათების მისაღებად ჭრები თანდათან უნდა განხორციელდეს. აღნიშნული ჭრები უნდა შესრულდეს რამდენიმე წელზე გადანაწილებით. ხეებს, რომლებიც გზების გასწვრივ არის დარგული, უნდა შეუნარჩუნდეს ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი. დიდხნოვანი ხეებისათვის საჭირო განათების მიღების უზრუნველსაყოფად საჭიროა ჩატარდეს ინტენსიური ჭრა სუსტი და უხეში ტოტების მოსაცილებლად. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული. სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული ხეების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს როგორც სატრანსპორტო საშუალების, ისე ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოება. შესაბამისად, სამანქანე გზის სავალი ნაწილის მხარეს, ადრეული ასაკიდანვე ხდება ხის ქვედა ტოტების გასხვლა 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით 2,50 მეტრის სიმაღლეზე
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 26.04.2018
მუხლი 34. პროფილური ჭრაგანათების გაუმჯობესების მიზნით
თავი V — ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 34. პროფილური ჭრაგანათების გაუმჯობესების მიზნით
- მუხლი 48. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 48. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 47. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 47. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
- მუხლი 10. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის
- მუხლი 29. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება
- მუხლი 30. ხის მოვლისა და დაცვის მიზანი
- მუხლი 31. ხის შეფასება
- მუხლი 32. ვარჯის ფორმირება
- მუხლი 33. ჭრის ფორმები ვარჯის ფორმირებისთვის. ჭრახის ზრდის მიმართულების მისაცემად
- მუხლი 36. ხის ვარჯის მოვლა
- მუხლი 37. ხის ვარჯის ფორმირება საჭირო განათების მიღების უზრუნველსაყოფად
- მუხლი 39. განსაკუთრებული ღონისძიებები
- მუხლი 40. გადაბელვა
- მუხლი 41. ვარჯის შემადგენელი შიდა ტოტების გასხლვა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №5, 28.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.136.016196 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3172471/muxli-34/