1. ამ წესის მიზნებისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები შესაძლებელია  დაიყოს  და დაინომროს  უბნებად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანებით.
2. მოსაჭრელი ხეების  ერთეულად  ან მოსაჭრელი უბნის მონიშვნას და მათი  მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისში   შეტანას   ახორციელებს   ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის   შესაბამისი სამსახური.
3.  მონიშნვა  ხდება  მკვეთრი  ფერის   საღებავით.  მოსაჭრელ  ხეებს   მიენიჭება  (საღებავით  ხეზე დაიტანება)
რიგითი ნომერი.
4. კონკრეტულ უბანში მოსაჭრელი  ხეები   ინიშნება   ამ  წესის  მე-13  მუხლის  პირველი  პუნქტის  „დ“  და „ე“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. ამოსაღები,  ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული  მწვანე ნარგავების მონიშნვა და აღრიცხვა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით