1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:
ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;
გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;
დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტრო გადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.
ვ) ტროტუარების მოწყობის, ტროტუარების მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების, გზისპირის მოწესრიგების, უკვე არსებული მცენარეების ახალი ჯიშებით შეცვლის მათი გაშენების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა განხორციელება.
2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. (სპეციალური ჭრის სამუშაოებს ასრულებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი დავალების საფუძველზე ან/და სპეციალური ჭრის სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს სხვა პირმაც).
3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან/და გადაცემა ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 22.01.2016
მუხლი 13. სპეციალური ჭრა
თავი II — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა
- მუხლი 8. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
- მუხლი 9. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
- მუხლი 10. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
- მუხლი 11. აღდგენისა და გაშენების ფორმები
- მუხლი 12. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას
- მუხლი 14. სპეციალური ჭრის განხორციელება
- მუხლი 15. მოსაჭრელი ხეების ან/და უბნის მონიშვნა
- მუხლი 16. მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნა
- მუხლი 17. მოჭრილი მწვანე ნარგავების ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებით გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განთავსება, გასხვისება (გადაცემა) ან განკარგვა
- მუხლი 18. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2016. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/01/2016.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №1, 22.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016296 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3169083/muxli-13/