1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა ან/და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მისი სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით ან/და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მეშვეობით.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური ან ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5. აღდგენას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;
ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;
გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქცია