ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2016 წლის 22 იანვარი დაბა ჩოხატაური
|
|
2. წესი განსაზღვრავს:
ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ) მოსაჭრელი ან გადასაბელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;
გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს;
დ) მოპოვებული (ფუნქციადაკარგული) მერქნის გასხვისების წესს.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა ან გადაბელვა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
1. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავების დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების (მოსაჭრელი ხეების) უბნებად დაყოფა, ერთეულად მონიშვნაა და უწყისის წარმოება.
3. გადაბელვა - სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.
4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ან ხელოვნურად გაშენებული ნარგავები, ან უკვე არსებული ნარგავების ამოღება და ახლით შეცვლა.
5. დაინტერესებული პირი – ამ წესის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გათვალისწინებული სპეციალური ჭრის განხორციელებაზე დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
6. ვარჯის ფორმირება - ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
7. ზეხმელი ხე – ზეზეურად გამხმარი ხე, რომელმაც დაკარგა სასიცოცხლო ფუნქცია.
8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ან მწვანე ნარგავების ნაწილი.
9. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
10. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
11. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
12. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა
(შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
13. მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.
15. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, საშეშედ გამოუსადეგარი ტოტები.
16. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
17. სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
18. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
19. ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
20. ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად
დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
21. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
23. რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად
ფორმირებული ვარჯით.
24. სიხშირის ჯგუფი - მწვანე ნარგავები იყოფა მეჩხერი (0,1 -0,2), დაბალი (0,3 – 0,4), საშუალო (0,5 -0,6) და
მაღალი (0,7 და მეტი)
25. ტაქსონომიური ერთეული (ტაქსონი) – ერთმანეთისაგან გენეტიკურად მეტ-ნაკლები ხარისხით განსხვავებული ველური მცენარეების დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი;
26. ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე აზომილი ხის დიამეტრი, მიღებული მაქსიმალური და მინიმალური დიამეტრების გასაშუალოებით. ფერდობზე აიღება ზედა მხრიდან.
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/ და იურიდიული პირები, ხელშეკრულების
საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის
გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.
ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას;
ვ)სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.
2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.
3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.
4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ხოლო განკარგვა ან გასხვისება ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.
5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასთების საფუძველზე.
6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა;
ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა;
გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა.
7. მოვლითი ჭრა ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის ან/და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ.
2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები.
3. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს უბნების ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
4. სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების უბანი არ ინიშნება.
2. გავლითი, გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი ხეების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ხეების 3%- ს.მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.
3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად.
2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა.
3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების რომელიმე უბანი და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განხორციელდეს მწვანე ნარგავების უბნებად დაყოფა (ზონირება).
4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეებს ფესვის ყელთან მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი, ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შეიძლება შემოღებული იქნეს მოსაჭრელი ხეების მონიშნვის დამღის სპეციალური ფორმა.
6. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმება ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფთან. შეთანხმებით დგინდება ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
7. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში, ხოლო მეორე ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან.
8. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.
9. მოვლითი ჭრის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. აღრიცხვის უწყისის შედგენას ან აღრიცხვის უწყისის შედგენაზე და ჭრის განხორციელებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:
ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;
ბ) მავნებელ – დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.
3. მავნებელ – დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
2. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით.
3. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს შესაბამისი სამსახური.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მისი სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით ან/და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მეშვეობით.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური ან ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5. აღდგენას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;
ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;
გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.
ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) აღდგენა თესვით;
გ) აღდგენა დარგვით.
2. გაშენების ფორმებია:
ა) გაშენება ნერგების დარგვით;
ბ) გაშენება თესვით.
3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.
3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.
4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.
5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.
6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით.
ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;
გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;
დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტრო გადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.
ვ) ტროტუარების მოწყობის, ტროტუარების მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების, გზისპირის მოწესრიგების, უკვე არსებული მცენარეების ახალი ჯიშებით შეცვლის მათი გაშენების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა განხორციელება.
2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. (სპეციალური ჭრის სამუშაოებს ასრულებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი დავალების საფუძველზე ან/და სპეციალური ჭრის სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს სხვა პირმაც).
3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან/და გადაცემა ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად.
ა) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით;
ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.
2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით:
ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით;
ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
4. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან.
5. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.
2. მოსაჭრელი ხეების ერთეულად ან მოსაჭრელი უბნის მონიშვნას და მათი მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისში შეტანას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
3. მონიშნვა ხდება მკვეთრი ფერის საღებავით. მოსაჭრელ ხეებს მიენიჭება (საღებავით ხეზე დაიტანება)
რიგითი ნომერი.
4. კონკრეტულ უბანში მოსაჭრელი ხეები ინიშნება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. ამოსაღები, ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული მწვანე ნარგავების მონიშნვა და აღრიცხვა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
3. სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული, ფუნქცია დაკარგული მწვანე ნარგავების მოპოვების შედეგად არსებული მერქნული რესურსი (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს; აგრეთვე, საქველმოქმედო მიზნით გადასცეს საქველმოქმედო პროფილის მქონე ორგანიზაციას ან სხვა არასამეწარმეო მიზნების მქონე იურიდიულ პირს.
4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსის (ფუნქცია – დაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) (გასხვისების) გადაცემის წესი, მიმღები პირების კატეგორიები, აღნიშნული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ოქმი წარმოადგენს, სოციალურად დაუცველ პირთათვის მერქნული რესურსის გადაცემის საფუძველს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სახელწოდება, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების განკარგვა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს გადასაცემი მერქნული რესურსის (ფუნქცია – დაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.
2. აღრიცხვის უწყისს ადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
3. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ.
2. ხეების გადარგვა ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შსაბამისი სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
ჭრის სახე ----------------------------------------------------
მერქნიანი სახეობა ---------- ----------------------------
მოსაჭრელი ან ამოსაღები ხის/ხეების ან/და უბნის ნომერი -------------------------------------------
უბანში მოსაჭრელი ხეების ან მოსაჭრელ უბანში მოსაჭრელი ხეების რაოდენობა --------------
აღრიცხვის უწყისის შემდგენი: ---------------------------------------------------------------------------------
აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი ---------------------------------------------------
აღრიცხვის უწყისის შეთანხმებაზე პასუხისმგებელი ------------------------------------ ბ.ა.