ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2015 წლის 20 აპრილი დ. ადიგენი |
|
2. წესი განსაზღვრავს:
ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ) მოსაჭრელი ხეების ადგილის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;
გ) მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტის წარმოების წესს.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა,
გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
ბ) დათვალიერების აქტი – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება.
გ) გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ხის ტოტების შეწვრთნა, გადაკაფვა და მწვანე ნარგავების გაახალგაზდავება.
დ) გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
ვ) ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
ზ) ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე;
თ) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
ი)მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
კ) მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
ლ)მოსაჭრელი ხეების ადგილი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
მ) მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის (დათვალიერების აქტი) შედგენა, რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
ნ) მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
ო) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნისას – ერთეულად მდგარი დაზიანებული ხე-ბუჩქების მონიშვნა და დათვალიერების აქტის შედგენა.
პ)ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
ჟ) ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
რ) სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
ს) სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
ტ) ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
უ)ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების ადგილიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
ფ) ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
ქ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
ღ) რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.
ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრულ ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარ დათვალიერების აქტის საფუძველზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას;
ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.
2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.
3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.
4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.
6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 10%-ისა;
ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 15%-ისა;
გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 20%-ისა.
1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების ადგილი.
2. მოვლით ჭრას უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარებისმიზნით განსაზღვრულ
შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები.3. სანიტარული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს ადგილმდებარეობის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
4.სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების ადგილი ინიშნება.
2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.
3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად.
2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა (დათვალიერების აქტი) და მოსაჭრელი ხეების ადგილის გამოყოფა.
3. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის (დათვალიერების აქტი) მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეები იდამღება ფესვის ყელთან მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი, ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
6. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ხეების შესაბამისობა დათვალიერების აქტში ასახული მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში, გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
7. დათვალიერების აქტის ინახება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში
8. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც დათვალიერების აქტში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას.
9. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში ვალდებულია დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში ნაკლოვანებები აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი დათვალიერების აქტის საფუძველზე.
2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:
ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;
ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.
3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის
მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5. აღდგენას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;
ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;
გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.
ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა; ბ) აღდგენა თესვით;
გ) აღდგენა დარგვით.
2. გაშენების ფორმებია:
ა) გაშენება ნერგების დარგვით;
ბ) გაშენება თესვით.
3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას.
1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის
3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.
4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.
5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.
6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების,
მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით.
ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები),სასოფლო-სამოეურნეო ნარგავების, საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;
გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;
დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.
2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.
3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მე-17მუხლით დადგენილი წესით.
4. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობით, ხოლო მერქნული რესურსის განლაგება მოხდეს 17-ე მუხლით დადგენილი წესით და ტრანსპორტირება მოხდეს
„ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.
ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.
2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით:
ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ ადგილზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით;
ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
4. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც დათვალიერების აქტში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი დათვალიერების აქტის საფუძველზე.
2. მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის 12-ე მუხლის პირველი პუნქტით „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიას ან/და ამისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ჭრით მიღებული მერქნული რესურსი როგორც სამასალე ასვე საშეშე მერქნად, მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიღება–ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია ან/და ამისათვის უფლებამოსილი პირი
4. ჭრით მიღებული ხე-მცენარეების ტრანსპორტირება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე ხე- ტყის მოძრაობის წეისს შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილებით.
5. ჭრას ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
1. მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი დგება მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვისა, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის.
2. დათვალიერების აქტს ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში და გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრანიულ ერთეულში.
3. დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ჭრა ხორციელდება მხოლოდ დათვალიერების აქტის შედგენის შემდგომ შესაბამისი თანხმობის გაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დათვალიერების აქტი და შესაბამისი თანხმობა ჩაითვლება ძალადაკარგულად.
დანართი №2
მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი N-----
ადიგენის მუნიციპალიტეტის -------- 20 --------- წ
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნმა -------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ადგილზე გასვლით შესწავლილი იქნა მწვანე ნარგავების ადგილმდებარეობა (დაინტერესებული პირის არსებობის შემთხვევაში-განცხადება) და დადგინდა შემდეგი: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სიმაღლის თანრიგი ------------------------------------ ჭრის სახე --------------------------------------
აქტი შედგენილია ჩვენ მიერ რაზედაც ვაწერთ ხელს:
1. -------------------------------------------------------
2. ------------------------------------------------------
3. ----------------------------------------------------
4. ---------------------------------------------------- |