„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2023 წლის 2 მაისი დაბა ადიგენი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებში ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.“;
ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინამდებარე დებულების მე-17 მუხლით დადგენილი წესით.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხეების ერთეულად მონიშვნას და მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფას ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებში.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დათვალიერების აქტი ინახება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებში.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებში, ვალდებულია დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში, ნაკლოვანებები აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი დათვალიერების აქტის საფუძველზე.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია.“;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.
3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება, წინამდებარე დადგენილების მე-17 მუხლით დადგენილი წესით.
4. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით, ხოლო მერქნული რესურსის განლაგება მოხდეს მე-17 მუხლით დადგენილი წესით და ტრანსპორტირება მოხდეს „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების შესაბამისად.“;
თ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხეების გადარგვა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.“;
ი)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ჭრით მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა
1. ჭრით მიღებული მერქნული რესურსი შეიძლება დასაწყობდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიას ან/და ამისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ჭრით მიღებული მერქნული რესურსი როგორც სამასალე, ასევე საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია ან/და ამისათვის უფლებამოსილი პირი
4. ჭრით მიღებული ხე-მცენარეების ტრანსპორტირება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე ხე- ტყის მოძრაობის წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილებით.
5. ჭრას ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.“;
კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დათვალიერების აქტს ადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებში და მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.“.
|