„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.121.016330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №102

2018 წლის 3 აპრილი

ქ. ვანი

 

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №5 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 28.01.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016149) დანართში – „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი“ - შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.“.

2. დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტს ამზადებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახური ან/და მისი მომზადება ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით.“.

3. დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ვანის მუნიციპალიტეტის მერია.“.

4. დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით. გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ვანის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.“.

5. დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყის ფასს (სარეკლამო საშუალების კვადრატობის ან მიღებული შემოსავლის პროცენტების მიხედვით) ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინებით აუქციონის გამოცხადებამდე განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

6. დანართის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით, ხოლო აუქციონს ატარებს ,,თვითმმართველი თემის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სააუქციონო კომისია.“.

7. დანართის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე, გარე რეკლამის განთავსების ფასი უნდა განისაზღვროს კვადრატულ მეტრზე დაწესებული ფიქსირებული თანხით თუ იგი უნდა იყოს ნებართვის მფლობელის მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ან წმინდა მოგების გარკვეული პროცენტული ოდენობა და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.“.

8. დანართის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანებართვო პირობების შესარულებაზე კონტროლს ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

9. დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.“.

10. დანართის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხს ითანხმებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ. თუ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა მიღებული რაიმე გადაწყვეტილება, მაშინ საკითხი ითვლება დადებითად (დაინტერესებული პირის სასარგებლოდ) გადაწყვეტილად. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ტიტულიანი წერილის ფორმით. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებასთან ერთად დაინტერესებულ პირს უკან უბრუნდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის 1 ეგზემპლარი, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში არის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი