1. მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხეების მონიშვნა ან/და ჭრა ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. (მოვლითი ჭრის სამუშაოებს ასრულებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი დავალების საფუძველზე ან/და მოვლითი ჭრის სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება განახორციელოს სხვა პირმაც).
2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა.
3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების რომელიმე უბანი და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განხორციელდეს მწვანე ნარგავების უბნებად დაყოფა (ზონირება).
4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეებს ფესვის ყელთან მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი, ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შეიძლება შემოღებული იქნეს მოსაჭრელი ხეების მონიშნვის დამღის სპეციალური ფორმა.
6. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმება ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფთან. შეთანხმებით დგინდება ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
7. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში, ხოლო მეორე ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან.
8. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.
9. მოვლითი ჭრის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. აღრიცხვის უწყისის შედგენას ან აღრიცხვის უწყისის შედგენაზე და ჭრის განხორციელებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურ