1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/ და იურიდიული პირები, ხელშეკრულების
საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის
გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 22.01.2016
მუხლი 3. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები
თავი II — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
- მუხლი 1. წესის მიზანი
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. მოვლითი ჭრები
- მუხლი 5. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა
- მუხლი 6. მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები
- მუხლი 7. მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა
- მუხლი 8. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
- მუხლი 9. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
- მუხლი 10. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
- მუხლი 11. აღდგენისა და გაშენების ფორმები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2016. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/01/2016.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №1, 22.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016296 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3169083/muxli-3-2/