1. მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხეების მონიშვნა ან/და ჭრა ხორციელდება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. (მოვლითი ჭრის სამუშაოებს ასრულებს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დავალების  საფუძველზე  ან/და  მოვლითი  ჭრის  სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება განახორციელოს   სხვა    პირმაც.

2.  ამ  წესის  მე-4   მუხლის   პირველი   პუნქტის   „ა“,   „ბ“,   „გ“   „დ“   და   „ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა.

3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების რომელიმე უბანი და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების  ფაქტობრივი  მდგომარეობის მიხედვით.

3.1. ამ მუხლით განსაზღვრული  მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განხორციელდეს მწვანე ნარგავების უბნებად დაყოფა   (ზონირება).

4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევისას  ხეების მონიშვნა ხორციელდება   მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის   გზით.

5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები   (თითოეული   ხის   მოცულობის  მიხედვით).  ხეებს ფესვის  ყელთან   მდგრადი   საღებავით ეწერება რიგითი    ნომერი,   ჭრაში  დანიშნულ  ხეებზე  თვალთახედვის  არეში (მიწის  ზედაპირიდან  დაახლოებით 1,7 მეტრამდე           სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის  საღებავით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება შემოღებული იქნეს მოსაჭრელი ხეების მონიშნვის დამღის სპეციალური ფორმა.

6. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმება ხდება  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მერთან  ან  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფთან. შეთანხმებით დგინდება ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა  ხე.

7. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის და ზედამხედველობის განყოფილებაში,  ხოლო  მეორე  ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ   პირთან.

8. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის    საფუძველზე.

9. მოვლითი ჭრის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მწვანე ნარგავების აღრიცხვის  სამუშაოების  დამთავრების  შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. აღრიცხვის უწყისის შედგენას ან აღრიცხვის უწყისის შედგენაზე და ჭრის განხორციელებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურ