1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოვლითი ჭრის სახეებია:

ა) განათებითი ჭრა  –  უნდა  განხორციელდეს  10  წლამდე  ხნოვანების  0,7  და  მეტი  სიხშირის  კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი  მერქნიანი სახეობებისა  და  ეგზემპლარების,  ასევე  ბალახის  საფარის  მოცილებას  მცენარეთა  სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების    მიზნით;

ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7  და  მეტი  სიხშირის შერეულ კორომებში,  ამ  ადგილისათვის  დამახასიათებელი  სახეობის  ხეებისათვის   ზრდის   პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი  ხეები,  გარდა  იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი  ხეების არსებობას;

გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების  0,7  და მეტი სიხშირის კორომებში  და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე   ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას  დარჩენილი  ხეების  ღეროებისა  და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის    მიზნით;

დ) გავლითი ჭრა –  უნდა  განხორციელდეს  61  წლის  და  მეტი  ხნოვანების  (გამოხშირვითი  ჭრის პერიოდის  დამთავრების  შემდეგ)  0,7  და  მეტი  სიხშირის  კორომებში  და  გულისხმობს  განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების  მიზნით;

ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი,  ძლიერ  ფაუტი  და მავნებლებით ძლიერ  დაზიანებული  ხეების მოჭრას;

ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების  მიზნით  მწვანე  ნარგავების  აღდგენის  სამუშაოების განსახორციელებლად,  აღდგენის  პროექტის შესაბამისად.

2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს  გამოტანილი  მწვანე  ნარგავების ტერიტორიიდან.

3. მოვლითი  ჭრა  ხელოვნურ  ნარგაობაში  გულისხმობს   დაზიანებული,   გამხმარი   ეგზემპლარებისა  და მავნე  მცენარეების  პერიოდულად გამოღებას.

4. მოვლითი  ჭრებით  მიღებული  მერქნული რესურსის  განლაგება ხდება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ, ხოლო განკარგვა ან გასხვისება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ამ წესის შესაბამისად.

5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების    საფუძველზე.

6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება  შემდეგნაირად:

ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს  10%-ისა;

ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს  15%-ისა;

გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს   20%-ისა.

7. მოვლითი ჭრა ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის და ზედამხედველობის განყოფილების ან/და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის    მიე