1. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს:
ა) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით;
ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.
2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით:
ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით;
ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
4. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილებაში ხოლო მეორე ეგზემპლარი ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან.
5. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზ