1. მონაცემთა ბაზა წარმოადგენს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირების პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებულ ერთობლიობას, რომელიც ექვემდებარება მუდმივ განახლებას.
2. მონაცემთა ბაზას აწარმოებს უფლებამოსილი ორგანო.
3. მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ პერსონალური მონაცემებისა. მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მონაცემთა ბაზა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);
ბ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის განათლების, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო (მათ შორის, საექსპერტო ორგანოებში მუშაობის) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;
გ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიმდინარე საქმიანობის, დაკავებული თანამდებობის, სამსახურებრივი მოვალეობების შესახე